Montag, 22. April 2013

მოსაზრებები საქართველოს წინაშე მდგომი შიდა პოლიტიკური გამოწვევების თაობაზე






ჩვენი ისტორიის უკანასკნელი ოცწლეული ერთმნიშვნელოვნად დეზინტეგრაციის პროცესის ისტორიად unda Sefasdes, რომელიც ორ ძირითად მიმართულებაში გამოვლინდა:
Ø  პოლიტიკური, ანუ რეგიონალური დეზინტეგრაცია - სამოქალაქო ომისა და კონფლიქტების შედეგად შემდგარი სეცესია.
Ø  სოციალური დეზინტეგრაცია - saxelmwigoebrivad Sekrul sazogadoebad Camoyalibebis პრობლემა.
ამ შემთხვევაში უფრო მართებული იქნებოდა გვესაუბრა საზოგადოებრივი, ანუ სოციალური ინტეგრაციის არარსებობაზე, რომლის შედეგები ჯერ რეგიონალურ კონფლიქტებში, ხოლო მოგვიანებით კი სოციალურ ანომიაში გამოვლინდა.
ანომიის ძირითადი ნიშანი იმაში მდგომარეობს, რომ არსებული სახელმწიფო წესრიგი მოსახლეობისაგან არალეგიტიმურად აღიქმება, ხოლო თითოეულის ქმედება არა რაციონალური არამედ ეგოცენტრული ხდება.
თანამედროვე საქართველოში შექმნილი ვითარების მიზეზები დუალისტურ ხასიათს ატარებს. იმდენადვე ეგზოგენურია, რამდენადაც ენდოგენური. რუსული ოკუპაციის განმავლობაში ეს ორივე ფაქტორი იმდენად გადაჯაჭვულია და ერთმანეთზე მიბმული, რომ დღეს მათი განცალკევება საკმაოდ რთული საქმეა...
უკანასკნელი ოცი წლის მანძილზე - მოსახლეობის  გაუცხოვების გრძნობა სულ ცოტა ხნით ადრე თითქმის ერთსულოვნად არჩეული ხელისუფლების მიმართ, სხვა სიტყვებით, ხელისუფლების ლეგიტიმურად აღქმა, პერმანენტულ პრობლემად იქცა, რაც ინდივიდუალურ დონეზე შესაბამისად ეგოცენტრულ და არა რაციონალურ სოციალურ ქმედებაში პოულობს ასახვას.
სოციალური ინტეგრაციის ძირითადი პროდუქტი კი სოციალური სისტემა - საზოგადოება გახლავთ, ხოლო შემადგენელ ელემენტად და ასევე პროცესის შემოქმედად პიროვნება, ანუ ინდივიდი ითვლება.


ამდენად პიროვნება გარკვეული მნიშვნელობითთვითღირებულებაა“, ეს არის სტატუსი, იგი არა მხოლოდ სამართლის სუბიექტია, არამედ გადაწყვეტილების მიმღები, მოქმედი... დამოუკიდებელი და რაციონალური ქმედების წესი კი მხოლოდ ეკონომიკურად დამოუკიდებელი პიროვნების თვისებაა. ერთი სიტყვით დამოუკიდებლად და რაციონალურად მოქმედი პიროვნება არის საზოგადოების ფუნდამენტი
უბრალო მოქალაქეს არ ესაჭიროება რთული სოციოლოგიური კონსტრუქციებისა და თეორიების ცოდნა. მას მხოლოდ თავისუფალი ქმედების შესაძლებლობა ესაჭიროება. ევროპაში აღმოცენებულიმესამე წოდებაარ იცნობდა რთულ სოციოლოგიურ თეორიებს, პირიქით, სოციოლოგიური კონსტრუქციები მეცნიერებმა ბურჟუაზიის ქმედების ლოგიკის შესწავლის შედეგად შეიმუშავეს.

სააკაშვილის ხელისუფლებამ  გამანადგურებელი დარტყმა სწორედ საზოგადოების ამ საფუძველს მიაყენა. მოუსპო თავისუფალი ქმედების ყოველი საშუალება და ნაცვლად ამისა პიროვნების დამონების გზას დაადგა.
ბოლშევიკების მსგავსად „ვარდების მთავრობა“ ადამიანს ახალი საზოგადოების ორგანიზების საშუალებად მიიჩნევდა და არა პირიქით საზოგადოების ახალ ორგანიზებას - საშუალებად ადამიანისათვის.
ამდენად - ვარდების რევოლუცია თავისი შინაარსით საქართველოსათვის ვერანაირად ჩაითვლება წინგადადგმულ ნაბიჯად, ვინაიდან ყბადაღებული დეკლარაციების მიუხედავად, შინაარსობრივად არანაირი სისტემური ცვლილებები არ მოჰყოლია. მეტიც, ეს კარგად ნაცნობი, ბოლშევიკური მოჯადოებული წრის ერთ-ერთი, მხოლოდ შეფერადებული მონაკვეთი გახლავთ და მისი ანტისაბჭოთა რევოლუციად მონათვლა, მხოლოდ ეგზოგენური ფაქტორებით გამოწვეული მდარე ილუზიაა ლევ ტროცკის პერმანენტული რევოლუციის საერთო კონტექსტში.
მოდერნიზაცია საქართველოს მთავრობას თავისებურად ესმოდა: 1. საყოველთაო ინგლისურის ცოდნა წერა-კითხვის უცოდინრობის დაძლევად ჰქონდათ წარმოდგენილი. 2. მრავალსართულიანი შენობების მშენებლობა - ურბანიზაციად. 3. ხელისუფლების დაბალ ეშელონებში კორუფციის აღმოფხვრა - “Good Governance“. 4 პოლიციის გამჭვირვალე შენობები - მართვის ტრანსპარენტულობად...
ამავე დროს მოდერნიზაციის ისეთი ნიშნები, როგორც საბაზრო და სოციალური ეკონომიკა, სამართლებრივი სახელმწიფო, მოქალაქეთა პოლიტიკური თანამონაწილეობა სახელმწიფოს მართვის პროცესში და სოციალური სამართლიანობა ადგილს ვერ პოულობდნენ.
მოკლედ რომ ვთქვათ, სოციალური პოლარიზაცია ბევრად უფრო გაღრმავდა ვიდრე შევარდნაძის დროს.
ერთი სიტყვით, საქართველოს დამოუკიდებლობის ოცი წლის შედეგი იმაში მდგომარეობს, რომ მთელი ამ დროის განმავლობაში და განსაკუთრებით კი უკანასკნელი 9 წლის მანძილზე დეკლარირებული რეფორმებისა და მრავალმხრივი განვითარების მიუხედავად საქართველოში ჯერაც არ არსებობს ეკონომიკურად დამოუკიდებელ მოქალაქეთა ფენა. ვერ შეიქმნა ეროვნული ბურჟუაზიის ჩანასახიც კი. სხვა სიტყვებით საქართველომ პოსტსაბჭოთა სივრცეშიუბიწოდშეინახა თავი გამარჯვებულიდასავლურისისტემის გავლენისა და მისი დამკვიდრებისგან თავის ტერიტორიაზე.
საინტერესოა, რამ განაპირობა მოდერნიზაციის მქადაგებელი რეფორმატორი მთავრობის მიერ გასაზოგადოების პროცესის უგულებელყოფა და შიში ეროვნული ბურჟუაზიის წინაშე?
ახლანდელ ხელისუფლებას ლეგიტიმაციის ისეთივე მაღალი ხარისხი აქვს, როგორც ყველა ადრინდელს დაწყებით სტადიაში. ამდენად მას ჯერ კიდევ აქვს შანსი იყოს წარმატებული სოციალური ინტეგრაციის შემოქმედების თვალსაზრისით. წარუმატებლობა კი სოციალურ დეზინტეგრაციას მხოლოდ გააღრმავებს....
საოცარია, მაგრამ დღევანდელი ინტელექტუალები გატაცებულნი არიან კამათით საქართველოში ნეოლიბერალიზმისა (ლიბერტარიანიზმის) თუ სოციალ-დემოკრატიული ღირებულებების დამკვიდრების თაობაზე. სამწუხაროა, რომ ისინი აბსოლუტურად უგულებელყოფდნენ იმ ანბანურ ჭეშმარიტებას, რომ ევროპული სოციალ-დემოკრატიული იდეოლოგია ლიბერალურ ანუ ბურჟუაზიულ სახელმწიფოებში აღმოცენდა, ხოლო ნეოლიბერალიზმი კი welfare state  . . უზრუნველყოფილი სახელმწიფოების პრობლემებს ასახავს; რომ ორივე შემთხვევაში საფუძველი, შემოქმედებითი და აღმშენებლობითი ძალა სწორედ ბურჟუაზიული საზოგადოების მიერ დამყარებული სოციალური წესრიგის პირობებში დევს. ამრიგად ჩვენი ინტელექტუალებისათვის ეგზომ მომხიბვლელი ახალი ტერმინოლოგია, რომ ვიხმაროთ, დღევანდელ საქართველოში გასაზოგადოების პროცესის გაუთვალისწინებლად სოციალური დემოკრატიისა თუ ნეოლიბერალიზმის მიხედვით სახელმწიფოს მოწყობის მცდელობა ნეო ლენინიზმი იქნება. ეს გზა კი აი უკვე ოცი წელია, რაც შეცდომად იქნა მიჩნეული....
ანბანური ჭეშმარიტებაა, რომ საშენი მასალის გარეშე შენობა ვერ აშენდება. თავისუფლად მოქმედი მოქალაქე - Bourgeois (რაც არამც და არამც ცუდ სიტყვას არ წარმოადგენს) კი თანამედროვე საზოგადოებისა და სახელმწიფოს საშენ ქვას წარმოადგენს...

საქართველოს შემთხვევაში მოდერნიზაციის პოლიტიკის კრახი უცილობლად გაამწვავებს არსებულ სოციალურ დეზინტეგრაციას, რაც დიდი ალბათობით რეგიონალური დეზინტეგრაციის პროცესის გავრცობაში შეიძლება გამოვლინდეს.



Keine Kommentare:

Kommentar veröffentlichen